Bloomberg - უკრაინამ, “დიდმა შვიდეულმა” და სამხრეთის ქვეყნებმა რუსეთთან “სამშვიდობო მოლაპარაკებების” საკითხზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს

უკრაინამ, “დიდმა შვიდეულმა” და სამხრეთის ქვეყნებმა რუსეთთან “სამშვიდობო მოლაპარაკებების” თემაზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მრჩევლების შეხვედრა 16 დეკემბერს საუდის არაბეთში შედგა.

შეხვედრის საიდუმლოება ნაწილობრივ იმისკენ იყო მიმართული, რომ მონაწილე ქვეყნები თავისი დასწრების გამო უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

მონაწილეთა თქმით, უფრო მცირე ფორმატმა საშუალება მისცა უფრო თავისუფალი და ღია დისკუსია გაემართათ ე.წ. “მშვიდობის ფორმულაზე” და ამ პროცესის წინ წაწევის გეგმებზე, ასევე სამომავლოდ რუსეთთან ურთიერთქმედების პრინციპებზე.

ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ არ იქნა. გამოცემის წყაროების თქმით, უკრაინა და მისი პარტნიორები “დიდ შვიდეულში” გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოწოდებებისთვის წინააღმდეგობას აგრძელებენ.

აღნიშნულია, რომ დეკემბერში გამართულ შეხვედრას ინდოეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მაღალჩინოსნები დაესწრნენ, ხოლო ჩინეთმა, ბრაზილიამ და არაბთან გაერთიანებულმა საამიროებმა თავისი წარმომადგენლები არ გაგზავნეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში