ბექა დავითულიანი ანდრიუს კუბილიუსზე - ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა - ამ ასაკის კაცმა რატომ უნდა ჩაიგდოს თავი ხაბეიშვილის მდგომარეობაში, ვერ ვხვდები

ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა - ამ ასაკის კაცმა, რომელიც ევროპარლამენტარია, რატომ უნდა ჩაიგდოს თავი ხაბეიშვილის მდგომარეობაში, ვერ ვხვდები, თუმცა ეს მისი პრობლემაა, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიაში თანამდებობის დაკავება სანქციებისგან ვერ დაიცავს.

როგორც დავითულიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „მას და ლევანს ერთნაირი ოცნებები აქვთ, იოცნებონ და იყვნენ“.

კუბილიუსის პასუხად დავითულიანმა განაცხადა ისიც, რომ ოლიგარქია არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ დავით კეზერაშვილი.

„ოლიგარქის განსაზღვრებას თავისი კრიტერიუმები აქვს, რომლის მიხედვით, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. ეს კრიტერიუმები უკრაინის მთავრობამ დაწერა და ვენეციის კომისიამ მოიწონა. ამ კრიტერიუმების მიხედვით, ოლიგარქია კეზერაშვილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის.

ოთხი კრიტერიუმიდან სამი უნდა დააკმაყოფილო, რომ ოლიგარქი იყო. ერთი კრიტერიუმია მედიაზე გავლენის ქონა, გარკვეული თანხების ფლობა, გადამწყვეტი წილი რომელიმე ბიზნესზე და პოლიტიკური ინტერესი. ბიძინა ივანიშვილს 80 მილიონზე მეტი აქვს, პოლიტიკაში მონაწილეობს, მედიას არ ფლობს და ბაზარზე მონოპოლია არ აქვს. სად არის მისი მხრიდან მედიაზე გავლენა? ჩვენ ამ კრიტერიუმების მიღება გვინდოდა და გვითხრეს, რომ კეზერაშვილი გამოვა ოლიგარქი და ცოტა ხანი გააჩერეთო.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ცალსახად და მარტივად განმარტა, თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვის კუბილიუსი. მას არავითარი საერთაშორისო სანქციები არ ეკუთვნის, რადგან ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის არაფერს აფუჭებს, ქვეყანას ბევრი გაუკეთა და შესაბამისად, თუ შარზეა კუბილიუსი ლევან ხაბეიშვილივით, თქვას და იყოს შარზე“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიაში ოფიციალური თანამდებობა სანქციებისგან ვერ დაიცავს. მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ევროკომისია საქართველოსაგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ევროკავშირის რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაშია. "საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროკომისია საქართველოსაგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს და ამ ფონზე, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, რეფორმებზე რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას სანქციებისგან ვერ დაიცავს. მეტიც, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბევრი დაინახავს, რომ ის აღარ მალავს საკუთარ ოლიგარქიულ მისწრაფებებს, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობებს და ამიტომ ის უნდა შეჩერდეს სანქციით", - განაცხადა კუბილიუსმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო