გაერო - უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 300-ზე მეტი - დაშავდა.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაძლიერების შედეგად, უკრაინაში 125 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 550-ზე მეტი დაშავდა.

მისი თქმით, ბოლო დროს, რუსული საჰაერო თავდასხმების სერიამ გამოიწვია სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა.

გაერო მუდმივად ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ომის მსხვერპლთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე დოკუმენტურად დამტკიცებულია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა, დაახლოებით, 6,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა და თავი სხვა ქვეყნებს შეაფარა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები