Open AI-მ GeorgiAI-ს ოფიციალური ვერიფიკაცია მიანიჭა

GeorgiAI-ს ხელოვნური ინტელექტის კვლევების მსოფლიოს უმსხვილესმა ორგანიზაცია OpenAI-მ ვერიფიკაცია მიანიჭა.ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, GPTstore ოფიციალურად განათავსებს GeorgiAI-ს. აღსანიშნავია, რომ GeorgiAI-ს მასალების გაცნობა ინგლისურ ენაზე ხდება შესაძლებელი. ქართულენოვანი მასალა, ფონდში ეტაპობრივად განთავსდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და "პალიტრა ჰოლდინგის" პარტნიორობით შექმნილი ციფრული სივრცე GeorgiAI ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს. მილიონობით ტექსტური მასალა, ინიციატივის განმახორციელებლების მიერ უკვე განთავსებულია GPTstore-ზე. ციფრული საინფორმაციო ფონდის გამოყენება მნიშვნელოვანწილად ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას, შექმნილია საქართველოს შესახებ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის სწრაფად მოძიებისთვის, ეტაპობრივად ივსება მოცულობითი საარქივო მასალებით, რომლის ციფრული ვერსია ამ დრომდე ინტერნეტსივრცეში არ მოიპოვება, არის საიმედო და მოცულობითი რესურსების ერთიანობა. GeorgiAI ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების გარშემო სანდო ინფორმაციას აგენერირებს და დაინტერესებული მხარეებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული ბაზა აერთიანებს როგორც მიმდინარე, ისე საარქივო მასალას. GeorgiAI-ზე წვდომისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე