„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის ოფიციალურად მიმართოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის ოფიციალურად მიმართოს.

როგორც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიმართავენ, რომ 27 ქვეყნის პარლამენტარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში, რომლებიც საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან.

მისივე თქმით, წერილის ადრესატები ასევე არიან ევროპარლამენტი, ნატო-ს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეები.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულება. სწორედ ამ მოწვევის საფუძველზე ხდება მთავარი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმირება და გამოგზავნა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, თუმცა ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი, მაშინ, როდესაც ყველას ძალიან კარგად გვესმის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ელოდება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი. ხელისუფლების ამ მრავლისმეტყველ დუმილს თან ახლავს მუდმივი თავდასხმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. როგორიც არის, მათ შორის USAID, რომელიც ასევე ტრადიციულად აგზავნის მსხვილ და მნიშვნელოვან სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. ამ ფონზე, როგორც მთავარმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის თხოვნით, რომ მათ გამოაგზავნონ როგორც გრძელვადიანი, ისევე როგორც მოკლევადიანი დამკვირვებლები დროულად საქართველოში ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი ხელისუფლების ცვლილებას. მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დროულად გააგზავნოს ოფიციალური მოწვევა ოდირის სახელზე. ვხედავთ, რომ ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დატოვებს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის პირისპირ და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში აუცილებლად გახდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო