ვლადიმერ პუტინი - თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ, მაგრამ მთლიანობაში რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა

რუსეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ევროპაში პირველები გავხდით. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი - ევროპაში ნომერ პირველი ვართ", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ, მთელ ევროპას უსწრებს, მაგრამ ჯერ კიდევ არის სამუშაო.

„ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ მეტი უნდა შევეცადოთ, ამიტომ ჯერ კიდევ არის რაღაც, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა პუტინმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს