შალვა პაპუაშვილი ტიუბინგენისა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების პროფესორებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორს, ბერნდ ჰაინრიხს და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორს, მარტინ ჰეგერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში სისხლის სამართლის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შალვა პაპუაშვილი ბერნდ ჰაინრიხს და მარტინ ჰეგერს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე და საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

„სტუმრებმა პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს და ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი მოინახულეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანელ სტუმრებს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ.

ბერნდ ჰაინრიხი და მარტინ ჰეგერი მრავალი წელია თანამშრომლობენ თსუ-სთან და ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოში, კერძოდ: 2006 წლიდან არიან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გაცვლითი სემინარის თანაორგანიზატორები; ჰუმბოლდტისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებში ქართველი დოქტორანტების ხელმძღვანელები და მრავალი ქართველი მოწვეული მეცნიერის მასპინძლები; საქართველოში მრავალი კონფერენციისა და შეხვედრის მონაწილეები. ამასთანავე, გერმანელი პროფესორები არიან გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGStZ) თანადამფუძნებლები და საქართველოში განხორციელებული მრავალი საზაფხულო სკოლისა თუ პროექტის ხელმძღვანელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა