დიმიტრი ცქიტიშვილი - მოსწონს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ან ივანიშვილს, მისი „ოლიგარქის“ სტატუსი დადგინდა საერთაშორისო თანამეგობრობაში - მესმის, ხელისუფლების წარმომადგენლებს ყურში ხვდებათ, მაგრამ ეს სახელი მათი პოლიტიკიდან გამომდინარე დაერქვა

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დიპლომატისთვის ცოტათი გადაჭარბებული იყო, მაგრამ დანიის ელჩმა გაიმეორა ის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნახსენები და საერთაშორისო ტერმინებში უკვე გამოიყენება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც დანიის ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო თანამეგობრობაში რომ ოლიგარქად მოიხსენიებენ, „უკვე შემდგარი ფაქტია“, მაგრამ ის, რომ ფაქტი შედგა, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, დანიელი დიპლომატის საგარეო უწყებაში დაბარება პროტოკოლის ნაწილია, თუმცა, თუ უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს ნამდვილად გადაჭარბებული იქნება.

„ეს პროტოკოლური ნაწილია. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობა თვლის, რომ იყო გადაჭარბებული შეფასებები, დიპლომატიური დემარშის ასეთი ფორმა გასაგებია. პროტოკოლშია გაწერილი. უბრალოდ, რამდენად საკმარისი იყო განმარტებები, ეს მეორე საკითხია. თუ ამას მოჰყვება გაგრძელება, ეს კიდევ უფრო ცუდი იქნება უკვე საქართველოსთვის, იმიტომ, რომ დანია არის ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა. ეს ტერმინი დაამკვიდრა ქართულმა ხელისუფლებამ და არა დანიის ხელისუფლებამ. მოსალოდნელია, რომ უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს ნამდვილად იქნება გადაჭარბებული შეფასება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოქმედი ლიდერის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება დიპლომატის მხრიდან შეიძლება იყოს ცოტათი გადაჭარბებული“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ქმედებებმა და განცხადებებმა, რომელიც წლების განმავლობაში თავად ივანიშვილისგან მომდინარეობდა, დაამკვიდრა ოლიგარქის სტატუსი.

„მოსწონს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ან პირადად ივანიშვილს, მისი, როგორც ოლიგარქის სტატუსი ჩამოყალიბდა და დადგინდა საერთაშორისო თანამეგობრობაში. მას ასე უწოდებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის მდიდარი. მდიდარი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ის ოლიგარქია. ოლიგარქი განმარტებით არის მდიდარი ადამიანი, რომელიც თავის ფინანსებს და რესურსებს იყენებს პოლიტიკური პროცესების მართვისთვის. ამ წლების განმავლობაში ქმედებებით და იმ განცხადებებით, რომელიც თავად ივანიშვილისგან მომდინარეობდა დაამკვიდრა ასეთი სტატუსი, შეფასება მის მიმართ და ამიტომ ძალიან ხშირად მოიხსენიებენ ოლიგარქად, დიპლომატები იქნებიან თუ უბრალოდ პოლიტიკის კომენტატორები სხვადასხვა ქვეყნებში.

პოლიტიკიდან წასვლის დროს ივანიშვილი აკეთებდა განცხადებებს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია. ანუ ის ჩართული იყო პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკურ პროცესებში. ის ჰყვებოდა, რომ ირჩეოდა ბიზნეს საკითხები მას, ჩხარტიშვილსა და კიდევ ვიღაცას შორის, გენერალური პროკურორი მივიდა მასთან სახლში და გაირჩა ეს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული მმართველობის ტენდენციები, რომელმაც განაპირობა ის, რომ ივანიშვილს ოლიგარქი დაარქვეს. მე მესმის, რომ სახელმწიფოს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს ყურში ხვდება, არ მოსწონთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფაქტია, მათი ქმედებებით და მათი პოლიტიკიდან გამომდინარე ეს სახელი დაერქვა ქართულ პოლიტიკაში მოქმედ ერთ-ერთ გავლენიან ადამიანს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა