ირმა ინაშვილი - ხატის გატანა არ მოხდება, ტაძარში დარჩება - როგორც მეუბნებიან, შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება

ვემორჩილებით პატრიარქის რჩევას - არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი გავიდეს ტაძრიდან, დარჩება ხატი ტაძარში!- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამების ტაძრისთვის შეწირულ ხატში კანონიკა დარღვეული არაა, ე.წ. სტალინის ეპიზოდს ხატში მაინც შეცვლიან.

„ჩვენ ვართ მაზიარებლები და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პატრიარქის რჩევა. როგორც მე ვიცი, ეს განცხადება იყო პატრიარქთან შეთანხმებული და იმის მიუხედავად, რომ პირადად ამ განცხადებამ სულ არ გამახარა და სხვაგვარად გადავწყვეტდი ამ საკითხს, ჩვენ ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას. ტექნიკურად ეს როგორ განხორციელდება ამაზე საუბარი არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვარ პროფესიონალი. გავივლით კონსულტაციას პროფესიონალებთან და ჩამოვყალიბდებით. მიმაჩნია, რომ ამ ხატზე არ იყო კანონიკა დარღვეული. ამის შესახებ არაერთი პროფესიონალის განმარტება მაქვს პირადად მე მიღებული. საპატრიარქოს განცხადებასაც დააკვირდით, იქ მკაფიოდ წერია ვისი გამოსახვის უფლება აქვს ხატმწერს ანუ სპეციალისტების განმარტება, ვისთანაც მე მქონდა კონსულტაცია არის ის, რომ აქ არ არის დარღვეული კანონიკა. მე არ შევცვლიდი ამას, მაგრამ ვინაიდან არის ასეთი რჩევა, ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას და ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვირჩევს პატრიარქი. არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი გავიდეს ტაძრიდან, დარჩება ხატი ტაძარში. როგორც მეუბნებიან, შეიძლება ადგილზე ამისი გაკეთება. ვადებს ვერ გეტყვით“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. 9 იანვარს კი, ხატს საღებავი შეასხეს.

მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მიმართა წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია