მედია - გერმანია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევისთვის ემზადება

ბუნდესვერი (გერმანიის შეიარაღებული ძალები) ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევისთვის ემზადება, - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ბუნდესვერის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, თავდასხმა, შესაძლოა, 2024 წლის თებერვალში განხორციელდეს.

საიდუმლო დოკუმენტში გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტრო დეტალურად აღწერს რუსეთსა და ნატო-ს შორის პოტენციურ "კონფლიქტის გზას". რუსეთისა და დასავლეთის ქმედებები აღწერილია თვიდან თვემდე, რომლის კულმინაციასაც წარმოადგენს ნატო-ს ასობით ათასი ჯარისკაცის განლაგება და ომის გარდაუვალი დაწყება 2025 წლის ზაფხულში.

Bild-ი თავს იკავებს ყველა ინფორმაციის გამჟღავნებისაგან ნატო-ს ძალების ზომასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ბუნდესვერის სცენარით, „ალიანსის დაცვა 2025“, იწყება 2024 წლის თებერვალში. რუსეთი იწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღას და დამატებით 200 000 ადამიანს იწვევს ჯარში. ამის შემდეგ კრემლი იწყებს საგაზაფხულო შეტევას უკრაინაში და ივნისისთვის უკრაინის არმიას უკან ახევინებს.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ჯერ ფარული, შემდეგ კი სულ უფრო აშკარა შეტევა დასავლეთზე ივლისში იწყება. კიბერშეტევები და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმები მოსალოდნელია, პირველ რიგში, ბალტიის ქვეყნებში. ხდება შეტაკებები, რასაც რუსეთი საბაბად იყენებს მის ტერიტორიაზე და ბელარუსში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დასაწყებად.

სცენარის მიხედვით, ეს ვითარება შესაძლოა ოქტომბერში გამწვავდეს, თუ რუსეთი კალინინგრადში ჯარებსა და საშუალო რადიუსის რაკეტებს განათავსებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ მომენტში, როდესაც შეერთებული შტატები შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს არჩევნების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთი ბელარუსის მხარდაჭერით იმეორებს 2014 წლის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ ნატო-ს ტერიტორიაზე. 2025 წლის მაისში ნატო იღებს გადაწყვეტილებას შეკავების ზომებზე და განათავსებს 300 000 სამხედრო პერსონალს აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის 30 000 ჯარისკაცს ბუნდესვერიდან.

სცენარი სრულდება 30 დღის შემდეგ. შეაკავებს თუ არა ნატო რუსეთს - ეს საკითხი ღია კითხვად რჩება.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო