„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა

2024 წლიდან, “ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის (მომსახურების მიმღები) უფლებების დაცვას, დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენას, ფაქტების გამოვლენასა და დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას ახორციელებს. შესაბამისად, კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, სააგენტოს მიმართოს.

„ელექტრონული კომერცია გულისხმობს სავაჭრო პლატფორმების საშუალებით მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებას. ამასთან, კანონის ძირითადი მიზანია ელექტრონული კომერციის პროცესში სავაჭრო პლატფორმის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა (სავაჭრო პლატფორმა) უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და ა.შ.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონისგან განსხვავებით, “ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის ფარგლებში, მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების დადებამდე, მკაფიოდ, სრულყოფილად, გასაგებად და სახელმწიფო ენაზე უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის, ასევე, საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საკონტაქტო ინფორმაციის, საიდენტიფიკაციო ნომრის და ა.შ.

დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს - 598 05 4422; consumer@gnca.gov.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა