დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო - სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე სამი ხელშეკრულება გაფორმდა.

მათივე ცნობით, დოკუმენტებს ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების, შპს „ინსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ, შპს „გზა“-ს დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ და შპს „ელ ჯორჯია“-ს დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ.

„შპს „ელ ჯორჯიას“-თან ხელმოწერილი პროექტი სახელმწიფო პროგრამა ,, მშენებლობა განვადებით''-ის ფარგლებში განხორციელდება.

ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფმა განვითარებამ, ტურისტების რაოდენობის და შესაბამისად, წყლის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარების, წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე სატუმბი სადგურის მოწყობა. დამატებით დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია-გაფართოება. წყალარინების ქსელის მშენებლობა.

აღნიშნული პროექტები სამ ლოტად მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით - ჯამში 141 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში