რომან გოცირიძე - ივანიშვილი კი არა, „ჭ“ კლასის დეპუტატი არ დაგვიჯდება ოპოზიციას სალაპარაკოდ ტელეეთერში -  ივანიშვილი ალბათ, ერთხელ მივა პანაშვიდზე, ორჯერ ეკლესიაში, ერთხელ თეატრში და ეს იქნება მისი ჩრდილიდან გამოსვლა

ივანიშვილი კი არა, „ჭ“ კლასის რომელიღაც დეპუტატი არ დაგვიჯდება სალაპარაკოდ ტელეეთერში - ივანიშვილი ალბათ, პანაშვიდზე, ეკლესიაში და თეატრში მივა, ეს არის მისი ჩრდილიდან გამოსვლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას გუნდის მოთხოვნა, რომ ივანიშვილმა საჯაროდ გასცეს კითხვებს პასუხი, ლოგიკურია, მაგრამ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, რადგან მას „ჩაწყობილი კითხვებისაც“ კი ეშინია.

„წინასაარჩევნოდ ნორმალურ ქვეყნებში ელემენტარული კულტურის და ამომრჩევლის პატივისცემის საკითხია გაიმართოს დებატები. დებატებში პირველ რიგში მონაწილეობას უნდა იღებდეს მმართველი პარტიის წარმომადგენელი. მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერი კი არა „ჭ“ კლასის რომელიღაც დეპუტატი არ დაგიჯდება სალაპარაკოდ და არც სახელისუფლებო მედიები დაგითმობენ ეთერს ოპოზიციას. ისინი ბოიკოტს უცხადებენ დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიებს და დადიან მხოლოდ სახელისუფლებო მედიაში, სადაც ოპოზიციასაც კი არ ეძახიან. ამიტომ "ქართული ოცნების" საშუალო რანგის ლიდერთან შეხვედრაც კი ვერ მოხდება, არათუ ივანიშვილთან დებატები. თავისთავად მოთხოვნა, რომ გამოვიდეს ის კაცი, რადგან ნახევრად გამოვიდა ჩრდილიდან და დაჯდეს და იდებატოს ოპოზიციასთან, არის ლოგიკური, მაგრამ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, არათუ ოპოზიციასთან, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთანაც არ დაჯდება იმდენად ეშინია, თუნდაც, ჩაწყობილი შეკითხვების. ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ გამოჩნდეს, ერთხელ მივა პანაშვიდზე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ პანაშვიდზე მისვლა არ მოუწევს და დიდხანს იცოცხლებენ ის ადამიანები, რომელთანაც ივანიშვილი შეიძლება მივიდეს, ორჯერ მივა, ალბათ, ეკლესიაში აღდგომას და ერთხელ თეატრში, დაახლოებით ეს არის ალბათ, ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა,“ - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა