რუსთავში, ისტორიული #1 ბაგა-ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასრულდა

რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაციის ფარგლებში, #1 საბავშვო ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ისტორიული პირველი ბაგა-ბაღი, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

#1 ბაგა-ბაღის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრები და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,რუსთავში, დღეს გავხსენით ისტორიული ბაღი, რომელსაც წლების განმავლობაში სჭირდებოდა რეაბილიტაცია. შესრულდა ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური სამუშაოები. მიხარია, რომ უკვე დღეიდან, რუსთავში გვაქვს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, თანამედროვე ბაღი, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

სულად რეაბილიტირებულ, ქალაქის ყველაზე ძველ #1 ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, დღეიდან განახლდა.

,,საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვემო ქართლში სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის მერთან ერთად, რუსთავში რეაბილიტირებული ბაგა-ბაღი დავათვალიერეთ, რომელიც 210 ბავშვზეა გათვლილი. ბაღს მთლიანად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და დღეს უკვე ყველა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის ორივე ფლიგელის გამაგრება-რესტავრაცია და შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, დამონტაჟდა გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები. საფეხმავლო ბილიკებით, ახალი მწვანე სივრცეებით, ფანჩატურებითა და საბავშვო კომბინირებული ატრაქციონებით კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც. თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ისტორიული ბაგა-ბაღი, 210 აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 716 021 ლარით დაფინანსდა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა