La Gazzetta Dello Sport Georgia-ს ოფიციალური პრეზენტაცია იტალიელ სტუმრებთან ერთად, 31 იანვარს „რესპუბლიკაში” გაიმართება

როგორც 2 თვის წინ გახდა ცნობილი, SMH Sports-ი, ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში, მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული მედია პლატფორმის, La Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანჩიზის მფლობელი გახდა.

31 ინვარს, “რესპუბლიკაში” მსოფლიოს უძველესი და ისტორიული სპორტული მედიის, La Gazzetta Dello Sport-ის ქართული ვერსიის La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღნიშნულ პარტნიორობას აქვს რეგიონალური მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც შემდეგი ქვეყანა, სადაც აღნიშნული ბრენდი ოფიციალურად წარდგება, SMH Sports - ის გადაწყვეტილებით უკრაინა იქნება.

SMH Sports-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი აღნიშნავს: ,,ერთი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით, რათა მსოფლიოში წამყვანი სპორტული მედიის, La Gazzetta dello Sport-ის ქართული ვერსია წარგვედგინა. კონტრაქტში ჩვენთვის პრიორიტეტული იყო საქართველო და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფარტო პარტნიორობა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნებსაც მოიცავს, გადავწყვიტეთ, რომ პირველი ლოკალიზირება აუცილებლად საქართველოში უნდა მომხდარიყო. მოგეხსენებათ, რომ SMH Sports - ი არის უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ყველა ინიციატივაში, რომელიც ამ 2 უმძიმესი წლის მანძილზე განუხორციელებია. შესაბამისად, ამ უნიკალურ პროექტშიც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ქვეყანა აუცილებლად იქნება უკრაინა.’’

La Gazzetta dello Sport დირექტორის, ჯანლუკა ვარანოს თქმით, მედია სპორტის მოყვარულებს ექსკლუზიურ ამბებს, სიღრმისეულ ანალიზებსა და ისტორიებს შეთავაზებს: ,,მოხარულები ვართ, რომ რეგიონში SMH Sports-თან დავპარტნიორდით და იმით, რომ საქართველოში La Gazzetta dello Sport იოპერირებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კვლავ მთავარ მისიად რჩება სიღრმისეული სპორტული ჟურნალისტიკის გაშუქება და მზად ვართ ახალი კავშირების დასამყარებლად. ეს ნამდვილად არის ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა.’’

ასევე, ღონისძიებაზე დელეგატების წინაშე სპეციალური მოწვევით წარდგება ლეგენდარული ფეხბურთელი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჯიანლუკა ძამბროტა, რომელმაც აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: ,,აღფრთოვანებული ვარ იმ ამბით, რომ სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, სადაც La Gazzetta dello Sport იქნება ლოკალურად წარდგენილი. ეს ყოველივე ბევრად გაამყარებს კავშირს იტალიურ სპორტულ საზოგადოებასა და ჩვენს მხარდამჭერებს შორის საქართველოში. მოუთმენლად ველი, რომ გავუზიარო ქართველ ხალხს ჩემი აღტაცება და ვისაუბრო უნიკალურ პერსპექტივაზე, რომელიც ამ თანამშრომლობამ მოიტანა.’’

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო