ოლეგ ჟდანოვი - უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე პოზიციური ომი მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეს აქვს უპირატესობა, მაგრამ უკრაინაში ვითარება სტაბილურია და ქვეყანა შეძლებს მორალურად და ფსიქოლოგიურად გაუძლოს

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუსეთის ტაქტიკასა და სტრატეგიაზე უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინისთვის ამერიკისა და ევროპის დახმარებაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დასავლეთის ბანკებში რუსული აქტივები რუსეთს ჩამოერთვას და უკრაინის აღდგენას მოხმარდეს „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.

- ბატონო ოლეგ, 2024 წელი ახალი დაწყებულია, მაგრამ, ვხედავთ, რომ გასული წლის ბოლოდან მოყოლებული რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ფრონტებზე აქტიურობას განაგრძობენ.

როგორც ჩანს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ 17 მარტამდე რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინის ფრონტებზე კვლავაც აქტიურად იმოქმედებენ და ეს მათი სტრატეგიაცაა და ტაქტიკაც.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ხდება?

- უკრაინა-რუსეთის ფრონტზე სერიოზული არაფერი დაწყებულა, მიმდინარეობს პოზიციური ომი და სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეს აქვს ინიციატივა იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი ახლა შეტევით ოპერაციებს ახორციელებს რამდენიმე მიმართულებაზე. კუპენსკისა და ლიმანსკის, ბახმუტის, მაკეევკას, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებებზე პოზიციური ბრძოლებია.

რუსების ცდილობენ შეტევითი ოპერაციები განახორციელონ ხერსონის მიმართულებაზე. ახლა მეტ-ნაკლები სტაბილური სიმშვიდე ზაპოროჟიესა და შახტიორის მიმართულებებზეა. იქაც ახლა პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს.

პრაქტიკულად, უკრაინა-რუსეთის მთელ ფრონტზე პოზიციური ომი მიმდინარეობს და მოწინააღმდეგეს აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმე მიმართულებაზე შეტევით ოპერაციას ახორციელებს

ვვარაუდობთ, რომ რუსეთი უფრო აქტიურ მოქმედებებს სამ მარინკის, ავდეევკისა და კუპენსკის მიმართულებაზე დაიწყებს. ეყოფათ თუ არა მათ ამისთვის ძალა და რესურსები ამის თქმა ძნელია.

რუსებს ახლა უკრაინის ტერიტორიაზე სრულად ჰყავთ დაკომპლექტებული შენაერთები. მათ ახლა პირველ და მეორე ეშელონებს შორის განლაგებულ შენაერთების მანევრირების შესაძლებლობა აქვთ. ანუ, აქვთ საშუალება ეშელონებს შორის აწარმოონ ძალების როტაცია შენაერთების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და დანაკარგების აღსადგენად.

პრაქტიკულად, უკრაინა-რუსეთის მთელ ფრონტზე პოზიციური ომი მიმდინარეობს და მოწინააღმდეგეს აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმე მიმართულებაზე შეტევით ოპერაციას ახორციელებს.

- თქვენთან დაკავშირებამდე გავეცანი ცნობას იმის შესახებ, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავები ჩამოაგდეს. ერთი მათგანი საკმაოდ ძვირადღირებული და სადაზვერვო.

თქვენი შეაფასებთ რა მოხდა აზოვის ზღვის თავზე?

- უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება აზოვის ზღვის მიმდებარედ. ორივე თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა რუსულ ნაპირთან ახლოს, ტამანთან ახლოს. რუსულ თვითმფრინავებს აზოვის ზღვის საჰაერო სივრცეში არც კი შეუღწევიათ.

მომხდარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისტორიაში პირველად მოხდა რუსეთის შორეული რადიოსალოკაციო ძიებისა და ამოცნობის ა-50-ის ტიპის თვითმფრინავის განადგურება. ანუ, მზვერავ ილ-66 საფუძველზე შექმნილ ა-50-ის ტიპის თვითმფრინავზეა საუბარი.

მომხდარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისტორიაში პირველად მოხდა რუსეთის შორეული რადიოსალოკაციო ძიებისა და ამოცნობის ა-50-ის ტიპის თვითმფრინავის განადგურება. ანუ, მზვერავ ილ-66 საფუძველზე შექმნილ ა-50-ის ტიპის თვითმფრინავზეა საუბარი

მეორე განადგურებულ ილ- 22- ის თვითმფრინავსაც ასევე ჰქონდა შორეული რადიოსალოკაციო ძიებისა და ამოცნობის საშუალებები.

- თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას იარაღით მოკავშირეები ეხმარებიან.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა 2024 წელს გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.

აშშ-ს პენტაგონშიც მოხდა გარკვეული ცვლილებები, რომლის შედეგი იქნება ის, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე ტექნოლოგიების იარაღს მიაწვდის.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს პოტენციალი მალე დრონებში ჰქონდეს რუსეთთან უპირატესობა. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ამ ტიპის განცხადებებს და სავარაუდოდ, რას შეიძლება ისინი ნიშნავდეს?

- ეს განცხადებების იმას ნიშნავს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი ახალ ტექნოლოგიურ დონეზე გადადის. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიხვდნენ, რომ უკრაინა-რუსეთის ომში გადამწყვეტ როლს სწორედ ახალი ტექნოლოგიები შეასრულებენ. მათ სწორად გაიგონეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის გენერალ ზალუჟნის განცხადება რომ „უკრაინას ახლა ახალი „დენთი სჭირდება“. მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ უკრაინას ახლა სწორედ ახალი თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების იარაღი უნდა მიეწოდოს.

უკრაინა-რუსეთის ომი ახალ ტექნოლოგიურ დონეზე გადადის. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიხვდნენ, რომ უკრაინა-რუსეთის ომში გადამწყვეტ როლს სწორედ ახალი ტექნოლოგიები შეასრულებენ. მათ სწორად გაიგონეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის გენერალ ზალუჟნის განცხადება რომ უკრაინას ახლა სწორედ ახალი თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების იარაღი უნდა მიეწოდოს

ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სტანდარტული ტიპის „პეტრიოტებს“, რომლებიც უკრაინას აქვს, მათ მიზნის განადგურება მხოლოდ 100 კილომეტრზე შეუძლიათ. ორივე ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი ჩამოგდებისას 100 კილომეტრზე ოდნავ მეტ მანძილზე იყვნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა გაუჩნდა ისეთი რამ, რამაც შესაძლოა სამიზნე 200 კილომეტრზე გაანადგუროს.

ჩემი ვარაუდით, მარტის თვეში უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან -16-ის ტიპის პირველი ესკადრილიები.

- ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის კიევში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინა ბრიტანეთისგან მიიღებს რაკეტებს, რომელსაც მიზნის განადგურება 1000 კმ-ზე შეეძლება.

რამდენად საფუძვლიანია ამგვარი ცნობები და თუ ასე მოხდა, ეს რა კორექტივებს შეიტანს უკრაინა-რუსეთის ომში?

- „შტორმ შედლის“ ტიპის რაკეტებს მიზნის განადგურება შეუძლიათ 650 კმ-ზე და 1000-კმ-ზე. ახლა რაზეცაა საუბარი იმ ტიპის რაკეტებს შეუძლიათ მიზანი გაანადგურონ 200 კმ-ზე.

დიახ, რიში სუნაკმა თქვა, რომ შესაძლებელია ბრიტანეთმა უკრაინას გადასცეს იმ ტიპის „შტორმ შედლის“ მოდელები, რომელსაც მიზნის განადგურება 500 კმ-ზე შეუძლიათ.

ამ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემით მოიხსნება შეზღუდვა მათ გამოყენებაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ამას კი შეუძლია შეცვალოს ვითარება ბრძოლის ველზე.

- 2024 წლის ბოლო თვეებში უკრაინამ ყირიმში რამდენიმე რუსული ხომალდი გაანადგურა. მას შემდეგაც გავრცელდა არა ერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული ძალები ყირიმის ტერიტორიაზე აქტიურობენ.

ახლა რა ვითარებაა ყირიმის ნახევარკუნძულზე და თქვენ როგორ შეაფასებდით იქ არსებულ ვითარებას?

- 2024 წელს უკრაინას ყირიმში ჰქონდა რამდენიმე წარმატებული სამხედრო ოპერაცია. სადესანტო ხომალდი და წყალქვეშა ნავი იქნა განადგურებული. ამის შემდეგ იყო „ნოვოჩერკასკის“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციაც.

„ნოვოჩერკასკის“ ამბავზე ამდენი ხმაური არ იქნებოდა, რომ იგი არ ყოფილიყო დატვირთული სამხედრო იარაღით. აფეთქების შედეგად მოხდა დეტონაცია, აფეთქდა საბრძოლო იარაღი და ხომალდისგან დარჩა მხოლოდ ძირი, რომელიც ზღვაში იმ ადგილზე ჩაიძირა, სადაც იდგა.

უკრაინა ყირიმში სისტემატურად ანადგურებს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოდაზვერვის სისტემებსა და ძალებს. უკრაინა მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ემზადება ყირიმის განთავისუფლების ოპერაციისთვის

დღეისათვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 90%-ს დატოვებული აქვთ ყირიმი. მართალია, ისინი რუსეთის ხელმძღვანელობის შედეგად იქნენ გაყვანილი, მაგრამ, მათ ყირიმიდან რუსეთის ხელმძღვანელობა არ გაიყვანდა, რომ მათი იქ ყოფნა უსაფრთხო არ ყოფილიყო. ეს კი უკრაინული ოპერაციების შედეგია.

ამის გარდა უკრაინა ყირიმში სისტემატურად ანადგურებს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოდაზვერვის სისტემებსა და ძალებს. უკრაინა მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ემზადება ყირიმის განთავისუფლების ოპერაციისთვის.

- ვიცი, რომ პოლიტიკურ თემებზე მოსაზრებებს არ გამოთქვამთ, მაგრამ, უნდა გკითხოთ.

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით აშშ-ში იდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ ამერიკის ბანკებში გაყინული რუსეთის აქტივები უკრაინას გადაეცეს. იგივე პროცესი შეიძლება დაიწყოს ევროპის იმ ბანკებში, რომლებშიც რუსული აქტივებია.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად რეალურია ამ თემაზე არა მარტო საუბრები, არამედ ის გადადგმული ნაბიჯები, რომელიც იდგმება?

- 300 მილიარდი აშშ დოლარის რუსული აქტივები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბანკებშია განთავსებული, კარგა ხანია გაყინულია. მეტიც, უკრაინა უკვე დღეს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ბანკებში დაყადაღებული რუსული აქტივებიდან პროცენტებს. ეს თანხები გადაეცემა უკრაინას ფინანსური მხარდაჭერისთვის.

უკრაინა უკვე დღეს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ბანკებში დაყადაღებული რუსული აქტივებიდან პროცენტებს. ეს თანხები გადაეცემა უკრაინას ფინანსური მხარდაჭერისთვის

ახლა აშშ-ში აქტიურად განიხილება რუსული აქტივების დაპატიმრების საკითხი. დაპატიმრება იძლევა ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის საშუალებას. როგორც ჩანს, ეს საკითხი სერიოზულად განიხილება, რადგან უკრაინის ნაციონალური ბანკმა უკვე განაცხადა, რომ ემზადება რუსული აქტივების მისაღებად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უახლოესი მომავლის საქმეა.

ახლა აშშ-ში აქტიურად განიხილება რუსული აქტივების დაპატიმრების საკითხი. დაპატიმრება იძლევა ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის საშუალებას. როგორც ჩანს, ეს საკითხი სერიოზულად განიხილება, რადგან უკრაინის ნაციონალური ბანკმა უკვე განაცხადა, რომ ემზადება რუსული აქტივების მისაღებად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უახლოესი მომავლის საქმეა

- თუ პუტინის განცხადებებით ვიმსჯელებთ, უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

ვხედავთ, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიცემაზე აშშ-ში საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ვხედავთ იმასაც, რომ ამ თვალსაზრისით ევროპელები აქტიურობენ. თუმცა, ევროპაში, ამერიკის მსგავსად არჩევნებია ევროპარლამენტში და ევროპის რიგ ქვეყნებში.

ვხედავთ იმასაც, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში, თუ ღიად არ გამოთქვამენ უკმაყოფილებას რუსეთის მიმართ ევროპის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო, გარკვეული ნაწილი რუსეთსაც კი გულშემატკივრობს.

თუ უკრაინა-რუსეთის ომი წელიწადი, ან წელწადნახევარზე მეტი გაგრძელდა, თქვენი აზრით, ექნება უკრაინას რესურსი იმისა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას?

- საქმე ისაა, რომ რუსეთთან ომის წარმოებისთვის რესურსები დასავლეთს აქვს. დასავლეთსა და რუსეთს შორის ხიდები დამწვარია. კიევში ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა ძალიან კარგად თქვა - „უკრაინამ უნდა მოიგოს ომი რუსეთთან.“ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა - „უკრაინას უნდა მიეწოდოს იმდენი იარაღი, რომ უკრაინამ მოიგოს ომი.“ ფაქტია, რომ რუსეთთან მიმართებაში ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერების რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია.

დიახ, ზოგიერთ ქვეყანაში მართლაც არჩევნებია. სლოვაკეთის ახალმა პრემიერმა თქვა, სლოვაკეთი, როგორც სახელმწიფო თავს შეიკავებს დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ, არც ერთი სამხედრო კონტრაქტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას ითვალისწინებს, არ იქნება გაჩერებული და სლოვაკეთი უკრაინასთან მიმართებაში აღებულ ვალდებულებებს პირდაპირი წესით გაფორმებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.

რაც შეეხება ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას. ურსულა ფორ დერ ლაენმა განაცხადა - „თუ უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის პაკეტს, ევროკავშირს აქვს მექანიზმები გვერდი აუაროს მათ.“. ანუ, უკრაინა, ყველა შემთხვევაში მიიღებს ევროკავშირისგან და აშშ-დან ფინანსურ დახმარებას.

უკრაინა, ყველა შემთხვევაში მიიღებს ევროკავშირისგან და აშშ-დან ფინანსურ დახმარებას

რაც შეეხება აშშ-ს. ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხს აშშ მალე გადაწყვეტს. ვიცით, რომ ამერიკის სამხედრო წარმოების კომპლექსის წარმომადგენლები იყვნენ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში. მათ კარგად ესმით, რომ ის თანხები, რომელიც ამერიკამ უკრაინას უნდა გადასცეს, იქიდან 31 მილიარდი ამერიკის სამხედრო წარმოებას მოხმარდება. ასეთ ფინანსების მიღების შესაძლებლობას ამერიკელი მწარმოებლები ხელიდან არ გაუშვებენ.

ამიტომაც ვარ დარწმუნებული რომ უკრაინა ამერიკისგან და ევროპისგან დახმარებას მიიღებს. ასე იქნება მიუხედავად იმისა, თუ რა პერიპეტიები ვითარდება ამ თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხედველობაში მაქვს ის, რომ აშშ-ს საშინაო პოლიტიკამ ხელი შეუშალა აშშ-ს საგარეო პოლიტიკას. მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვამ და გადაწყვეტილებების მიღებამ გავლენა მოახდინა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაზე.

- მოლდოვის პრეზიდენტმა მაია ნანდუმ განაცხადა, რომ მარტში რუსეთი მოლდოვაში გეგმავს სიტუაციის დესტაბილიზაციას.

მოლდოვა იმის გამო გავიხსენე, რომ უკრაინულ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შეიმჩნევა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა რუსეთთან ომის თემაზე.

ომის დაწყების პირველ ეტაპზე და შემდგომ რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინის პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების მზაობას უკრაინა-რუსეთის ომის პირობებში გადაწყვიტოს ის ამოცანები, რომელიც ახლა უკრაინის სახელმწიფოსა და ერის წინაშე დგას?

- პრინციპში, ვითარებას უკრაინაში შევაფასებდი, როგორც სტაბილურს. დიახ, ჩვენ გვაქვს საშინაო პოლიტიკაში ჩვენი წინააღმდეგობები. გეთანხმებით, რომ ახლა ისინი ცოტა გამწვავებულიც კია.

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი საბოლოო მიზანი. ბევრი კბილების ღრჭიალით ელოდება ომის უკრაინის გამარჯვებით დასრულებას. ომის გამარჯვებით დასრულების შემდეგ უკრაინა შეძლებს ყველაფერში გარკვევას.

ვფიქრობ, რომ უკრაინა შეძლებს მორალურად და ფსიქოლოგიურად გაუძლოს, რა თქმა უნდა, ძნელია, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ძნელია, მაგრამ, უკრაინაში ვითარება სტაბილურია და გაუძლებს ომის გამოწვევებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ