ლევან სამუშია - საქართველოს მოქალაქეები „ქართულ ოცნებას“ ისეთ გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებენ არჩევნებზე, რომ ნოკაუტიდან ვერ გამოვა - გარდაუვალი მარცხის ზღვარზე არიან

დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ გაერთიანებაზე ან რამე მსგავსზე საუბრები არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარტია „ლელო - საქართველოსთვის” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ლევან სამუშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინტერესია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ოპოზიციური პარტია ერთად, „ერთ ქვაბში ჩაყაროს“.

‘‘პარტია “ლელო“ ყოველდღიურად ძლიერდება, გვაქვს მოქალაქეებთან აქტიური შეხვედრები. ვმუშაობთ პროგრამებზე, რაც თავის დროზე საზოგადოებისთვის იქნება წარდგენილი. ასევე, ამ ეტაპისთვის, დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, არანაირ გაერთიანებაზე ან რამე მსგავსზე საუბრები არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ მიმდინარეობს. „ქართული ოცნების" ინტერესია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ერთად, „ერთ ქვაბში ჩაყარონ“.

გადავხედოთ საპარლამენტო შემადგენლობას, რომელიც „ქართულ ოცნებას" ჰყავს. 2012 წლამდე ამ ადამიანებს 5-იანის დროშას ხელიდან ვერ გამოართმევდი და „ნაციონალური მოძრაობის“ გულისთვის შეიძლება დანა დაერტყათ. 2012 წლამდე რომელი იყო ისეთი, რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას აპროტესტებდა? 10, 7 ან 5 კაცი მაინც დამისახელეთ. ყვარყვარიზმი მეფობს, ყვარყვარეები არიან ჩვეულებრივად და ამ ხალხზე სერიოზულად არ ვილაპარაკებ, ჩვენ საქმე გვაქვს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიას მტკიცებით, „ქართული ოცნება“ გარდაუვალი მარცხის ზღვარზეა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაც ამაზე მიუთითებს.

„მე ველოდები, რომ „ქართულ ოცნებას“ მთავარ და გადამწყვეტ დარტყმას ისეთს, რომ ნოკაუტიდან ვერ გამოვა, მიაყენებენ საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე. ეს არის გარდაუვალი და იმიტომაა ახლა ივანიშვილი შეშინებული. ენგრევა თავისი ხელისუფლება და ხელისუფლების გადარჩენისათვის შემოვიდა პოლიტიკაში, ეს იძულებითი ნაბიჯია. როდესაც მეორედ მოვიდა და შემდეგ წავიდა, იძახდა, რომ თუ მე აქ დაბრუნება მომიწია, მაშინ არაფერი არ გამიკეთებია და რატომ უნდა დავბრუნდე, რა პირით უნდა მოვიდეო, მაგრამ მოუწია. კარგი პოლიტიკური ცხოვრებისა და სიტუაციის გამო რომ არ მოუწია, კარგად ვიცით.

კობახიძეს რომ ჰკითხო, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჯიბეში უდევს. საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა გარდაუვალი მარცხის ზღვარზე არიან, ეს კარგად იციან და იმიტომ მობრუნდა ივანიშვილი. ამათი ლაპარაკი და მუშტების ჰაერში ქნევა არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია