თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

ამ წუთის მონაცემებით, უკვე 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია - ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ოთხ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს.

„გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მონაცემებით, უკვე ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”. როგორც გითხარით, უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში