აკაკი ბობოხიძე - ამ ხელისუფლების ხელში ჩინეთთან ურთიერთობის პოლიტიკა შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს

ბუნებრივად მიმაჩნია და ვალდებულებაც კი მგონია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება არათუ ჩინეთთან, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოსთან სიტუაციის ნორმალიზებას ცდილობდეს, რომ არა ამ ხელისუფლების აშკარა ანტიდასავლური პოლიტიკა, ეს იძენს სხვა ელფერს და მათ ხელში ხდება სახიფათო - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების ხელში ეს პოლიტიკა შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

„მე ჩინეთთან ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით მარტივი პოზიცია მაქვს - ამაში ტრაგედიას ვერ დავინახავდი, უფრო მეტიც, ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან აუცილებელი მეგონებოდა ნებისმიერ სახელმწიფოსთან, მითუმეტეს, ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან, როგორიც ჩინეთია ნორმალიზებული ურთიერთობების დამყარება, რომ არა ამ ხელისუფლების გაცხადებული ანტიდასავლური, ანტინატოური პოლიტიკა. სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია ამ ხელისუფლების ასეთი აქტიურობა სახიფათოდ. მით უფრო როცა ვხედავ, რომ ჩინეთთან აქტიური თანამშრომლობისა და სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადების პოლიტიკა შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ჩვენს დასავლურ პოლიტიკასთან და არანაირად არ არის გამოყენებული საქართველოს სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის პარტნიორული ურთიერთობა უმცროს-უფროსულია, ოღონდ უკვე ჩინეთის სასარგებლოდ. თუ ადრე საბჭოთა კავშირი იყო ჩინეთის უფროსი პარტნიორი და რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსეთი ამას იჩემებდა, დღეს ჩინეთია რუსეთის მთავარი პარტნიორი.

ბუნებრივად მიმაჩნია და ვალდებულებაც კი მგონია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება არათუ ჩინეთთან, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოსთან სიტუაციის ნორმალიზებას ცდილობდეს, რომ არა ამ ხელისუფლების აშკარა ანტიდასავლური პოლიტიკა. ამ ჭრილში ჩინეთთან ასეთი გაცხოველებული აქტიური პოლიტიკური კავშირის დამყარება იძენს უბრალოდ სხვა ელფერს, ამ ხელისუფლების ხელში ხდება სახიფათო.

რომ შევადაროთ: თუ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, წნევის წამალი სასარგებლოა, მაგრამ თუ წნევა არ აქვს, წნევის წამალი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ანუ ერთი და იგივე რამ სხვადასხვა გარემოში შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ამ ხელისუფლების ხელში ეს პოლიტიკა შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს. არ ვიცით ეს ხელისუფლება ამ პოლიტიკას რა ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს. თუნდაც, რატომ არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ჩინეთის მეშვეობით თუნდაც ერთი ბებუას პრობლემის მოგვარებას? ეს ბერკეტები თუ არ იქნება შენი მიმდინარე პრობლემებისა და პოლიტიკური გამოწვევების მოსაგვარებლად გამოყენებული, ეს იძენს წმინდა პოლიტიკურ ელფერს, რომ ეს არის დასავლური მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა