ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ირანსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ

ჩინეთი ირანსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა.

„ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ, რომ თავშეკავება გამოიჩინონ, მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს და მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთად იმუშაონ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა.

„ჩვენ ორივეს, ირანსა და პაკისტანს, როგორც ახლო მეზობლებსა და მთავარ ისლამურ სახელმწიფოებს, ისე განვიხილავთ“, - აღნიშნა მაო ნინგმა.

შეგახსენებთ, ისლამაბადის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა, რომელსაც ორი ბავშვი ემსხვერპლა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში