საქართველოში ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ გაიმართება

საქართველოში ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ გაიმართება. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოფენასთან დაკავშირებით, 18 იანვარს, 17:00 საათზე, უკრაინულ სახლში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც პროექტის ავტორები დამსწრე საზოგადოებას გამოფენის კონცეფციას გააცნობენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ 2022 წლის თებერვალ-მარტში უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებსა და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. გამოფენის კურატორები არიან უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი.

„ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელია. 90-იანების დასაწყისში მას მოუწია მშობლიური ქალაქიდან გაქცევა უკრაინაში. მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ასტამურ გუმბა იყო. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად და იმავე წლის ივნისში გმირულად დაიღუპა ხარკოვის მახლობლად. გამოფენა, რომელსაც ქართველი მაყურებელი ნახავს, ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება. 22 და 23 იანვარს მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენა „სამხედრო კიევი“ საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში. 25 იანვარს გამოფენას უმასპინძლებს ასოციაცია „ქართლის ხმა“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. 27 იანვარს კი გამოფენა გადაინაცვლებს ყვარელში, სადაც მისი მასპინძელი იქნება ყვარლის ევრო კლუბი (Euro Club Kvareli). სულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კიევის დამცველების, უკრაინული და საერთაშორისო მედიის ფოტოჟურნალისტების მიერ გადაღებული 30-მდე ნამუშევარი. გამოფენის „კიევი ომში“ მხარდამჭერები არიან უკრაინის საელჩო საქართველოში, ქართულ-უკრაინული პლატფორმა და თომა ჩაგელიშვილის სტუდია”,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ