ილია დარჩიაშვილი - პანელური დისკუსია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას იქნება ძირითადად ფოკუსირებული რეგიონალურ თემატიკაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის და აზიის დაკავშირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, პანელური დისკუსიები ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩნდეს ჩვენი პარტნიორების თვალსაწიერში.

„შესაბამისად, პანელური დისკუსია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას იქნება ძირითადად ფოკუსირებული რეგიონალურ თემატიკაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის და აზიის დაკავშირება. იცით, რომ საქართველო არის გეოგრაფიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ არეალში. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ დავაკავშიროთ ევროპა და აზია, იყოს ქვეყანა, რომელიც არის ძალიან ძლიერი ხიდი ამ კავშირის და სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანა იყოს ეფექტური, შედეგიანი იმისთვის, რომ ეს კავშირები განვითარდეს. ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით შუა კორიდორის მნიშვნელობაზე, შუა კორიდორის განვითარებაზე. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ მომავალში, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ ძალიან სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და მეორე მხრივ, იყოს ხიდი და კავშირი ორ კონტინენტს შორის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს