ხატია დეკანოიძე - ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“ - თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება

ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი "ქართულ ოცნებასთან" - თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ამ კონტექსტში დეკანოიძემ აღნიშნა, მისი ინტერესია ესაუბროს მათ და იმ ადამიანებთან ერთად იყოს, ვინც არის ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" კონტრასტი.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის სამომავლო ერთობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განსაკუთრებული სიახლე არ არის.

„კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა არ შემიძლია, მაგრამ კონკრეტული კონტურები ძალიან მალე უნდა გამოიკვეთოს.

ჩვენ ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაზე, ხალხის ინტერესებსა და პოლიტიკურ კორუფციაზე, რაც საზოგადოებას რეალურად აწუხებს.

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი როგორც იყო, ისევე რჩება. ჩემი პოზიციაა, რომ ივანიშვილი არსად წასულა - ის იყო პოლიტიკაში და საჯაროდ გამოჩნდება ერთხელ, ორჯერ თუ სამჯერ, ამას მნიშვნელობა არა აქვს.

ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნებზე ეს ადამიანები - პირველ რიგში კი ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ, რაც კვლავ რჩება საფრთხედ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან ქვეყანაში ოლიგარქიულ- კლეპტოკრატიული მმართველობაა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა