დმიტრო კულება - ვმუშაობთ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე

კიევი ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის ორგანიზებას ცდილობს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ახლა ვცდილობთ, ვმუშაობთ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე, ვინაიდან არის საკითხები, რომლებზეც მათ შეუძლიათ ისაუბრონ, კონკრეტულად კი "მშვიდობის ფორმულაზე", რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მიერაა შემოთავაზებული, როგორც უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის საშუალება”,-განაცხადა კულებამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა