ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

აჭარაში, ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს. მორწმუნეები ზღვაში შესვლამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

“საღვთო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმელები ტრადიციულად ზღვაში შევდივართ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შესვლის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით რამდენიმე წელია სრულდება.