„ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ ტანკერს, Chem Ranger-ს ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.

თავდასხმის შესახებ შეერთებული შტატები და „ჰუსიტების“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ Chem Ranger-ზე პირდაპირი დარტყმა განახორციელეს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით კი, „ჰუსიტებმა“ ტანკერის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ისინი გემის მახლობლად, წყალში ჩაეშვნენ და გემი არ დაზიანებულა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ინციდენტის შემდეგ Chem Ranger-მა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა და საბერძნეთი მართავს, გზა განაგრძო.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს