რუსეთში ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტების რეესტრი შექმნეს, რომელშიც ლოზუნგი - „დიდება უკრაინას“ შეიტანეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტიკის სია შექმნა, რომელშიც ოთხი უკრაინული ორგანიზაცია, ასევე ლოზუნგი - „დიდება უკრაინას“ (Слава Украине) და პასუხი: „დიდება გმირებს“ (Героям Слава) შეიტანა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სიაში ასევე მოხვდა უკრაინის სახალხო რევოლუციური არმია, უკრაინის მეამბოხეთა არმია, უკრაინის სახალხო თავდაცვა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია.

რეესტრში ასევე შეიტანეს ამ ორგანიზაციების ატრიბუტები და ლოზუნგები. მათ შორის შავი ტოლგვერდა სამკუთხედის სახით წარმოდგენილი ემბლემა და ოქროს სამკუთხედის ემბლემა, რომლის შუა ელემენტი ორლესული მახვილის ფორმისაა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა