რატი იონათამიშვილი - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ოლიგარქები - ესენი არიან  „მისტერ ოფშორი“ და „ხანდაზმული თაღლითები“

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არიან ოლიგარქები - ესენი არიან „მისტერ ოფშორი“ და „ხანდაზმული თაღლითები“, - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ეს ოლიგარქები ძალიან არარეიტინგულები არიან, რომელთა მიერ დაფინანსებული პარტიები 2024 წელს ძალიან მძიმე შედეგებით დაასრულებენ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იონათამიშვილი ივანიშვილს „ისტორიულ ქველმოქმედს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ადამიანები, ვინც ივანიშვილს ებრძვის და მის დაკნინებას ცდილობს, სინამდვილეში საკუთარ თავს აკნინებს“.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის გამორჩეული ქველმოქმედი. მისი ქველმოქმედება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს იყო ინვესტიცია ქართულ ეკონომიკასა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მისი როლი განუზომელია - განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რიცა მან ხალხთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და ამით საქართველოს პროგრესი და განვითარება დაუბრუნა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა