საფრანგეთის ელჩი რუსეთის საგარეო სამინისტროში მივიდა, სადაც ხარკოვში ფრანგი ბოევიკების განადგურებასთან დაკავშირებით დაიბარეს

რუსეთში საფრანგეთის ელჩი, პიერ ლევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა, სადაც მას შემდეგ დაიბარეს, რაც, რუსული მხარის მტკიცებით, მათმა სამხედროებმა ხარკოვში დაქირავებული ფრანგი მებრძოლები გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელჩს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კერძოდ, 17 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში დაარტყეს შენობას, სადაც უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, მათ შორის ფრანგებიც, იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა