„ჰამასის“ დელეგაცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გზების განსახილველად მოსკოვში ჩავიდა

„ჰამასის“ დელეგაცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გზების განსახილველად მოსკოვში ჩავიდა, - ამის შესახებ განცხადებას ტერორისტული ორგანიზაცია თავის „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

დელეგაცია, რომელსაც „ჰამასის“ საერთაშორისო კავშირების ბიუროს ხელმძღვანელი, მუსა აბუ მარზუკი ხელმძღვანელობდა, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდა.

„პოლიტიკური კონსულტაციების დროს განიხილებოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზები იმასთან ერთად, რომ პალესტინელი ერის წინააღმდეგ აგრესია შეწყდეს. ახსნილ იქნა „ჰამასის“ მოძრაობის პოზიცია მძევლებთან დაკავშირებით, რომლებიც წინააღმდეგობის რაზმებს ჰყავთ“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ჰამასი“ „ძალიან აფასებს რუსეთის დიპლომატიურ ძალისხმევებს”.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს