ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ ექვს პიროვნებას სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ ექვს პიროვნებას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება. საჭიროებისამებრ, მისი განხილვა, განახლება და შეცვლა მუდმივად მოხდება“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, „ჰამასის“ უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.

სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია