სირიაში, სავარაუდოდ, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა

სავარაუდოდ, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლის უკან, სავარაუდოდ, ისრაელი დგას, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

სირიის სახელმწიფო მედია დამასკოში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.

გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელი ჯერჯერობით არ ადასტურებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს