ქეთევან თურაზაშვილი - ყოველი სიცოცხლეს გამოსალმებული თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის წინაშე დამნაშავე სახელმწიფოა, რომელიც სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ გვიცავს - შესაცვლელია მიდგომა, რომელიც სახელმწიფოს აქვს

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, შესაცვლელია მიდგომა, რომელიც დღეს სახელმწიფოს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით აქვს.

ამ განცხადებით თურაზაშვილი კახეთში მომხდარ გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყოველი სიცოცხლეს გამოსალმებული თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის წინაშე დამნაშავე, უპირველესად, სახელმწიფოა.

„დღეს 14 წლის გოგო გააუპატიურა ნათესავმა, 10 დღის წინ 27 წლის მძინარე გოგონა მოკლა ქმარმა, მცირე ხნით ადრე 14 წლის აითაჯი, თავდაპირველად ოჯახმა ძალით „გაათხოვა“, რის შემდეგაც არაკაცმა ქმარმა მოკლა... ფაქტია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სრულად უსუსური და არაეფექტიანები არიან მსგავსი, საზარელი, დანაშაულების პრევენციის კუთხით.

ცალსახად შესაცვლელია მიდგომა, რომელიც დღეს სახელმწიფოს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით აქვს. არაერთხელ ვთქვი და როგორც ჩანს, კიდევ მრავალჯერ მომიწევს გამეორება, რომ თითოეული ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც მცირე შემხებლობა მაინც აქვს მსგავსი დანაშაულების აღკვეთისა და პრევენციის მიმართულებაზე, უწყვეტ რეჟიმში უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ დანერგოს ახალი სერვისები, გააუმჯობესოს უკვე არსებული მიდგომები, გააძლიეროს იმ სფეროში დასაქმებული ადამიანები, (სამედიცინო მუშაკები, სოც. მუშაკები, მასწავლებლები და სხვა), რომლებიც პირველ რგოლს წარმოადგენენ მსხვერპლის შემჩნევის, მისი დახმარების და გაძლიერების მიმართულებით.

ასევე უმნიშვნელოვანესია, საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს როლი, სადაც სხდომებზე მეტისმეტად ხშირად ვერ მიიღება გადაწყვეტილება, ქვორუმის არარსებობის გამო. „ცოდვა გამხელილი სჯობს“ და მაშინ, როცა საბჭოს წევრების უმრავლესობა ესწრება სხდომას, „გოგონათა ბანაკების“ საკითხებს უფრო განვიხილავთ, ვიდრე ოჯახში ძალადობის და ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციის მექანიზმებს.

ყოველი სიცოცხლეს გამოსალმებული თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის, ყოველი ბავშვობაწართმეული გოგონას წინაშე დამნაშავე, პირველ რიგში, არის სახელმწიფო, რომელიც სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ გვიცავს“,- აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე