ერაყში, ალ-ასადის ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ

დასავლეთ ერაყში განთავსებულ ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

აშშ-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ ალ-ასადის ავიაბაზას, სადაც ამერიკული ჯარები არიან განთავსებული, ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ, რომელიც თავს ერაყის ისლამურ წინააღმდეგობას უწოდებს.

თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ერაყელი სამხედრო დაიჭრა და რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები მიიღო.

აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ გასროლილი რაკეტების უმეტესი ნაწილი მოიგერიეს, მაგრამ ზოგიერთმა ბაზამდე მიაღწია. მათივე ინფორმაციით, ზარალის შეფასება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ისრაელ-ღაზას კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ერაყსა და სირიაში აშშ-ის პოზიციებს რამდენჯერმე დაარტყეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება