ქედის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

ქედის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

დაშავებული მამაკაცი ქედის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პაციენტს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული.

“ინტერპრესნიუსს” მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრის ფაქტი გუშინ მოხდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს