ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან - "გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და "პლაზა" ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.

“რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომელი მოვიდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებია შენობა. მიზეზი არ გვითხრეს. მანამდე ხმაური შემოგვესმა ერთ-ერთ მაღაზიაში. გვეგონა ქურდობის ფაქტი მოხდა, ვერ გეტყვით, დეტალები არ ვიცით, ნაღმს ეძებენ, თუ რას. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ალბათ ეს არის. მოქალაქეებს შენობიდან ავტომობილები გამოჰყავთ. ჩვენ შენობიდან შორს ვიმყოფებით”,- აღნიშნა ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება