გასული წლის ბოლო 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 316 პირია აღრიცხული - ლტოლვილის სტატუსი 2 პირს მიენიჭა, ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს

გასული წლის ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 316 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი - 61 ადამიანი, ირანის მოქალაქეა, 50 თურქეთის, 31 უკრაინის, 29 პაკისტანის, 16 ეგვიპტის, 16 რუსეთის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ასევე არიან ბელარუსის, ბანგლადეშის, სომხეთისა და ავღანეთის, მოქალაქეებიც.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებას, გასული წლის ბოლო კვარტალში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 38-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა - 25 პირი უკრაინის მოქალაქეა, 7 იემენის, 5 სირიის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა. ლტოლვილის სტატუსი კი მხოლოდ 2 ადამიანს მიენიჭა - 1 ტანზანიის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა.

შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 115 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი - 36 ირანის მოქალაქეა, 18 თურქეთის, 13 ლიბანის.

3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: ირანის 8 მოქალაქე; ინდოეთის 5; აზერბაიჯანის 5; რუსეთის 5.

ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 16 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის 4, აზერბაიჯანის - 3; რუსეთის 2; ინდოეთის 2.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით