ზურაბ ბატიაშვილი - აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს დასავლეთთან ურთიერთობის ხარჯზე - ახლა, როდესაც მსოფლიო ომი მიმდინარეობს, შენი ადგილი უნდა დააფიქსირო

ეკონომიკურ პარტნიორობაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე მიდის საქმე, თუ ამას დასავლეთის ხარჯზე აკეთებ, არ გამოგივა - ახლა, როდესაც მსოფლიო ომი მიმდინარეობს, შენი ადგილი უნდა დააფიქსირო, მუდმივად ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა,- ამის შესახებ საგარეო საკითხებში ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაში იგულისხმება, რომ რუსეთთან ენის მოჩლექის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ეს საქართველოს ინტერესებში ვერ იქნება.

„აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს დასავლეთთან ურთიერთობის ხარჯზე. როდესაც სტრატეგიულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს გრძელვადიანად თანამშრომლობას. საქართველო ვერ იქნება სტრატეგიული პარტნიორი, მაგალითად ეთიოპიის, რადგან ეთიოპიას სხვა მიზნები აქვს, საქართველოს - სხვა. საქართველოს თუ სტრატეგიული პარტნიორები ჰყავს, ეს არის დასავლეთი და დასავლეთის ქვეყნები იმიტომ, რომ საქართველოს გზა დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციაა.

თუ ამ [ჩინეთთან] სტრატეგიულ ურთიერთობაში იგულისხმება ის, რომ რუსეთთან ენის მოჩლექის და რუსეთისთვის მაამებლური პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ეს ვერ იქნება საქართველოს ინტერესებში, თორემ ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი არავინაა. მათ შორის არც აშშ ამბობს ხოლმე უარს ჩინეთთან ან სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყველაფერი ერთმანეთში არ უნდა ავრიოთ. ვგულისხმობ იმას, რომ თუ შეერთებული შტატებია შენი სტრატეგიული პარტნიორი და ნატო-ში და ევროკავშირში გინდა გაწევრიანება, მსგავსი არაფერია აღმოსავლეთში“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტებს, რომ ჩინეთთან ევროკავშირის ქვეყნებსაც აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა, ბატიაშვილი ამბობს, რომ მთავარი, პარტნიორობის შინაარსია.

„ორბანს თუ შეეკითხები, გეტყვის, კი ბატონო, ჩინეთთან მინდა სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ ორბანი ხომ არაა მარტო? და დანარჩენი ვინც არის, გააჩნია, რას გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობაში - მთავარი შინაარსია“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი