ვოლოდიმირ ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის უკრაინის რადას წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ქვეყანაში მრავალმოქალაქეობის ინსტიტურის შემოღების საშუალებას იძლევა.

„დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებისა და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი განმარტებით, ეს საშუალებას მისცემს მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს, უკრაინის მოქალაქეობა მიიღონ, „რა თქმა უნდა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების გარდა“.

„ყველას, ვინც სხვადასხვა ემიგრაციის ტალღების დროს იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და მოხვდა ევროპაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ყველას, ვინც გვეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან ასობით და ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. უცხოელ მოხალისეებს, რომლებმაც იარაღი აიღეს უკრაინის დასაცავად, ყველა, ვინც იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის, თითქოს ეს მათი სამშობლო იყოს და უკრაინა მათთვის ასეთი გახდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა