ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს.

ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

„Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.

Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში