ლაშა ფარულავა - ირაკლი კობახიძე იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ნება

სახე დაკარგული და რეპუტაცია შელახული ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური ოპოზიციისთვის საახალწლო საჩუქარია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.

ფარულავას განცხადებით, სწორედ კობახიძეს მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომლითაც "რუსული მმართველობა დამარცხდება".

„სახე დაკარგული და რეპუტაცია შელახული ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური ოპოზიციისთვის არის საახალწლო საჩუქარი. ის შემოვიდა საჯარო პოლიტიკაში, პირადად არის ავტორი და შემოქმედი კორუფციული სისტემის. მან მოინდომა საბჭოთა სისტემის რესტავრაცია, რაც არ გამოვიდა ბოლომდე და ქართველი ხალხი გამოუტანს მას განაჩენს. ირაკლი კობახიძე იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ნება და ნება იქნება იმ თვალსაზრისით გამოხატული, რომ საბოლოოდ დამარცხდება ქვეყანაში საბჭოთა სისტემა და რუსული მმართველობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა