გია ვოლსკი - გადახედეთ ოპოზიციის წარსულსა და აწმყოს - არც ერთ ეტაპზე მათ ქვეყნისთვის პოზიტივი არ შეუქმნიათ!

გადახედეთ ოპოზიციის წარსულსა და აწმყოს - არც ერთ ეტაპზე მათ ქვეყნისთვის პოზიტივი არ შეუქმნიათ! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციიდან ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია დესტაბილიზაციის მოსახდენად. ვოლსკის თქმით, „ასეთ ოპოზიციას არჩევნებში წარმატება ვერ ექნება“.

„ოპოზიციის წარსულსა ან აწმყოს გადახედეთ. მათ არც ერთ ეტაპზე ქვეყნისთვის არანაირი პოზიტივი არ შეუქმნიათ. წარსულში საქართველოს მიწები გასცეს, ოკუპაცია მნიშვნელოვანწილად შეცდომების გამო იყო განპირობებული და შექმნეს სისტემა, რომელიც ადამიანის დაჩაგვრას, მისთვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის წარმართვას ითვალისწინებდა. ყველაფერზე ხელი მოაწერეს და თურმე ეს კარგი ყოფილა.

დღესაც ამბობენ, რომ მართვის ეს სისტემა კარგი იყო და მომავალში დესტაბილიზაციასა და არეულობას აანონსებენ. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ? ყველა დარაზმული იყო იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო - ეს აერთიანებთ, დანარჩენი ეკლექტიკაა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი