მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან შეთანხმებით დაბრუნდა, რადგან იყოს პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე და იმაზე, რომ საშინაო პოლიტიკაში არ დაირღვეს სტაბილურობა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო მირიან, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს წინა დღეს ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად „დაბრუნდა,“ ჩვენ არ გვისაუბრია და ამიტომ, გვინდა ამ თემაზე მსჯელობით დავიწყოთ საუბარი.

ამ თემაზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი აზრი გამოითქვა. ზოგი თვლის, რომ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნება“ იმას უკავშირდება, რომ მას სურს მსოფლიოში არსებულ დიდ ტურბულენციებში ქვეყანას საფრთხეები და აარიდოს და დააზღვიოს.

მეორენი თვლიან, რომ იგი პოლიტიკაში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „დაბრუნდა“. მესამენი, „დაბრუნების“ მიზეზად ასახელებენ მძიმე გადაწყვეტილებების მისაღების ალბათობას.

როგორც ვხედავთ, ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა მართლაც დიდია. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნებას“?

- ყველა ის შეფასება, რომელიც თქვენ კითხვაში ჩამოაყალიბეთ თავის თავად მართალია, მაგრამ, ისინი ურთიერთგამომრიცხავი არ არიან. შეიძლება, ყველა ეს მოსაზრებები ივანიშვილის გადაწყვეტილების მთავარ მოტივაციებადაც კი მოვიაზროთ. იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, პირადულიც არის, საქვეყნოც და ასე შემდეგ. ჩემს პასუხში შევეცდები გიპასუხოთ, რომელი შეიძლება იყოს მთავარი და რომელი მეორეხარისხოვანი.

ვფიქრობ, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში „დაბრუნების“ საკითხს დამოუკიდებლად არ და ვერც გადადგამდა. არსებობს მთელი რიგი მარკერები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ საგარეო კონტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციები იქნებოდა საჭირო. მხედველობაში მაქვს მსოფლიოს ის ცენტრები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.

თუ დავაკვირდებით დასავლეთის მედიისა და პოლიტიკური წრეების რეაქციას ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად გამოჩენაზე, მათ მომხდარზე ნეგატიური რეაქცია აბსოლუტურად არ ჰქონიათ. ასევე არ იყო უარყოფითი რეაქცია აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, ევროპარლამენტარებისგან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ იღვაწა იმისთვის, რომ მომხდარზე ნეგატიური რეაქცია არ ყოფილიყო.

ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება შეთანხმებულია და შეიძლება ითქვას ნებადართული და ვიზირებულია მსოფლიოს გავლენიანი ცენტრების მიერ, რომლებიც მსოფლიოში გადაწყვეტილებებს იღებენ

ე.ი. ივანიშვილის ნაბიჯი სინქრონიზებული იყო გადაწყვეტილების მიმღებ ისეთ ძალებთან და ცენტრებთან, რომლებსაც ხელეწიფებოდათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ასეთი რამ კი შესაძლებელია აშშ-ს პოლიტიკური წრეების მაღალი წრეების მიერ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მინიმუმ, კომუნიკაცია იყო აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანთან სალივანთან. პოსტსაბჭოთა სივრცეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში სალივანი კურირებს.

უდავოთ, რთული გადაწყვეტილებებია მისაღები. ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების საკითხიც ასევე მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოცემულობით გადაიჭრა ივანიშვილისთვის გარანტიების მიცემის ფორმაც.

სიტუაცია ერთგვარად ჰგავს 2012 წლის ვითარებას, როდესაც ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა რუსულ-ამერიკული პოლიტიკური გარიგების ერთგვარი შედეგი იყო. მაშინ ივანიშვილს დაევალა სააკაშვილის ხელისუფლებიდან რბილად გასტუმრება. შემდეგ ეს პროცესი ჩვენთვის მიუღებელ კოჰაბიტაციაში გადაიზარდა, მაგრამ, ეს ცალკე თემაა.

ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება შეთანხმებულია და შეიძლება ითქვას ნებადართული და ვიზირებულია მსოფლიოს გავლენიანი ცენტრების მიერ, რომლებიც მსოფლიოში გადაწყვეტილებებს იღებენ.

ამიტომ, პირველ რიგში საინტერესო იქნება ვისაუბროთ იმაზე, რა პოლიტიკური პროგრამით მობრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში?

- თუ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება ვაშინგტონთან იყო შეთანხმებული, რა შეიძლება ყოფილიყო შეთანხმების საგანი?

კითხვა ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიები მისივე გამონათქვამთან დაკავშირებით - რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?

საქართველოს ნატოსთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, ეს ურთიერთობა შესაძლოა, უფრო ღრმა ყოფილიყო...

- ამ და სხვა გამონათქვამებს, ძალიან არ უნდა გამოვეკიდოთ, რადგან, ხშირ შემთხვევაში ეს განცხადებები კომუფლიაჟისთვის კეთდება. როცა ასეთი რამ ითქმება, ხშირ შემთხვევაში მისი საწინააღმდეგო რაღაცები უნდა ვივარაუდოთ. ასეთ დეკლარირებულ განცხადებებს არა მხოლოდ ივანიშვილი იყენებს ხოლმე.

რაც შეეხება დღის წესრიგს, ანუ იმას, რა შეიძლება აინტერესებდეს ვაშინგტონს?

ვაშინგტონს აინტერესებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა. არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს საგარეო კონტურზე საქართველოში სტაბილურობა არის უმთავრესი საკითხი.

ვაშინგტონს აინტერესებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა. არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს საგარეო კონტურზე საქართველოში სტაბილურობა არის უმთავრესი საკითხი

საქართველოში სტაბილურობის გარეშე სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია შუა აზიის სტაბილურობა. შუა აზიაში სტაბილურობა განაპირობებს ამ ქვეყნების ტვირთების საქართველოს გავლით ევროპის ბაზარზე მოხვედრას. უნდა ვივარაუდოთ. რომ საქართველოს სტაბილურობა არის ფუნდამენტი ამ ორ რეგიონს შორის სტაბილურობის.

ვფიქრობ, თქვენს კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი.

- როცა საქართველოში სტაბილურობაზე და საფრთხეების აცილებაზე ვსაუბრობთ, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების საკითხი.

„ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ანაკლიის პორტის აშენების საკითხი გადაწყდება მაშინ, როცა ამ საკითხზე ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდებიან.

როგორი პირი უჩანს ამ თემაზე აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმების მიღწევას?

- ზუსტად ისეთი, როგორც მაშინ ვივარაუდე. ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმებული რომ არ იყვნენ ანაკლიის პორტის აქტუალობას ქართველები საერთოდ ვერ გაიგებდნენ.

ნუ ვიფიქრებთ, რომ ანაკლიის პორტის აქტუალობა დაიბადა ქართულ ცნობიერებაში. ის საერთაშორისო პოლიტიკის და ვაჭრობის აქტუალობამ გააჩინა. ჩემი ორი - სამი თვის წინანდელი შეფასებიდან შეიცვალა მხოლოდ ის, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ამ პოლიტიკურ გამბიტში თავისი სვლა გაეკეთებინა. მხედველობაში მაქვს ოჩამჩირის პორტში რუსების გააქტიურება.

რუსებმა იგრძნეს, რომ ანაკლიასთან მიმართებაში, ისევე როგორც საქართველოსთან და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, აშშ-სა და ჩინეთის მიერ რუსეთის უგულვეყოფა ხდება და იგი ცდილობს პოლიტიკურად ამ სივრცეში დაბრუნდეს

პოლიტიკურად ბრმა უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე რომ ოჩამჩირეში რუსების გააქტიურება იყო ანაკლიის პორტისთვის ხელის შეშლის წინაპირობის შექმნა და მეტი არაფერი. ოჩამჩირეში სამხედრო პორტის შექმნა, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ მათ ყირიმიდან გამოყვანილი გემები ნოვოროსიისკსა და სხვა პორტებში შეეფარებინათ იქ ისინი გაცილებით უსაფრთხოდ იქნებოდნენ. ოჩამჩირეში ჩამდგარ გემი შესაძლოა, სამიზნე აღმოჩნდეს და სერიოზულად მოხვდეს. ასეა, რადგან, ოჩამჩირეზე აკრძალვა არ ვრცელდება. ასეთ რისკზე რუსები რატომ მიდიან, გაუგებარია.

ოჩამჩირის სამხედრო პორტში სამშენებლო სამუშაოების დაწყებით რუსებმა ვაშინგტონსა და პეკინმა სიგნალი გაუგზავნეს, რომ ანაკლიიდან 40 კილომეტრში ისინი უკვე დგანან.

რუსებმა იგრძნეს, რომ ანაკლიასთან მიმართებაში, ისევე როგორც საქართველოსთან და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, აშშ-სა და ჩინეთის მიერ რუსეთის უგულვეყოფა ხდება და იგი ცდილობს პოლიტიკურად ამ სივრცეში დაბრუნდეს.

- საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. ამ თემაზე პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა - ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მიმართულია იმისკენ, რომ ჩაშალოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ქვეყანა აქციოს ჩიხად და არა დერეფნად“.

ანტიჩინურ განწყობებს ქვეყანაში ვერ ვხედავთ, მაგრამ, გვახსოვს, რომ წლების წინ ჩვენივე ხელისუფლებამ შეუშალა ხელი ანაკლიის პორტის მშენებლობას.

ჩინეთი იმიტომ გავიხსენე რომ კითხვა ასე დავსვა - რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ჩინეთს საქართველოში?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სამხრეთ კავკასიაში პეკინი რუსების ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებს?

- ამ კითხვაზე რომ პასუხი გავცეთ და ვიყოთ ობიექტურები, შუა აზიაში ვითარების ანალიზი უნდა გავაკეთოთ. ფაქტია, რომ შუა აზიაში ჩინეთი და ამერიკა სოლიდარულად მოქმედებდნენ. მოქმედების იგივე ფორმულა უნდა მოქმედებდეს სამხრეთ კავკასიაში.

ჩინეთი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს ამერიკასთან და დასავლეთთან დაპირისპირების რეჟიმში კი არ გაკეთებს, არამედ პირიქით. თუმცა, ეს მორიგებები ღია არ იქნება და მას ექნება მუდმივად კულუარული ხასიათი

შუა აზია - სამხრეთ კავკასიის დერეფნის ერთი ბურჯია, მეორეა ამიერკავკასიაში საქართველო. საქართველოს გარეშე არანაირი დერეფანი არ იქნება, ამიტომ ჩინეთის დაინტერესება საქართველოთი გასაგებია. გაუგებარი ის იქნებოდა, დაინტერესება რომ არ იყოს. ჩინეთის როლი და ფუნქცია ამ შემთხვევაში გაიზრდება.

ჩინეთი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს ამერიკასთან და დასავლეთთან დაპირისპირების რეჟიმში კი არ გაკეთებს, არამედ პირიქით. თუმცა, ეს მორიგებები ღია არ იქნება და მას ექნება მუდმივად კულუარული ხასიათი.

ჩინეთის ინტერესია რუსეთმა უკრაინაში ომი არც წააგოს, მაგრამ, არც მოიგოს, იყოს დაპირისპირებული დასავლეთთან და მეტად იყოს დამოკიდებული ჩინეთზე. ამას ჩინეთი წარმატებით ახერხებს

- სწორად გავიგე - ჩინეთი საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ არ იმოქმედებს?

- რასაკვირველია, ჩინეთის საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ჩინეთი არსად არ მოქმედებს რუსეთის სასარგებლოდ.

პირიქით, ცდილობს რუსეთი ჩინეთის სასარგებლოდ ამუშაოს. რასაც ჩინეთი საკმაოდ წარმატებით ახერხებს.

- შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს აწვდის სამხედრო იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. საერთაშორისო ასპარეზზე ჩრდილოეთ კორეის მოქმედებებზე პასუხისმგებელი ჩინეთია.

პეკინს რომ არ უნდოდეს, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს ვერ მიაწვდიდა...

- არ არის მთლად ასე. იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის ხარისხს ნულამდე ნუ დავიყვანთ. ინი დამოუკიდებელი მოთამაშეა. ჩინეთზე მის დამოკიდებულებაზე საუბარი გადაჭარბებულია. თუმცა, რასაკვირველია, ჩინეთს აქვს ჩრდილოეთ კორეაზე გავლენა. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, ეს ჩვენს საუბარს პათოსს არ უცვლის.

დასავლეთს უნდოდა საქართველოში ჰყოლოდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს პასუხისმგებელი როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ისე საშინაო პოლიტიკაში სტაბილურობაზე

ჩინეთს ამიერკავკასიაში რუსების გაძლიერება არ უნდა, მას რუსების წაქცევაც არ უნდა. რუსეთი დღეს ჩინეთის ინტერესებზე მუშაობს და გაუგებარია რატომ უნდა დაეხმაროს ვინმეს ჩინეთი რუსების წაქცევაზე. ჩინეთის ინტერესია რუსეთმა უკრაინაში ომი არც წააგოს, მაგრამ, არც მოიგოს, იყოს დაპირისპირებული დასავლეთთან და მეტად იყოს დამოკიდებული ჩინეთზე. ამას ჩინეთი წარმატებით ახერხებს.

- მოდით, საუბარი იმაზე გავაგრძელოთ, თუ რა გავლენას მოახდენს საშინაო პოლიტიკაზე ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურად გამოჩენა.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში „დაბრუნების“ ერთ-ერთ მიზეზი ისაა, რომ მას სურს ქართული პოლიტიკური სპექტრის შეცვლა.

თქვენი დაკვირვებით, 2024 წლის არჩევნების შედეგად ივანიშვილის პოლიტიკური სპექტრის შეცვლის მცდელობა ვის სასარგებლოდ შეიძლება მოხდეს - პროდასავლური ძალების, თუ პრორუსული განწყობების ძალების?

- ივანიშვილი დაბრუნდა და დააბრუნეს საგარეო კონტურზე სეროზული გადაწყვეტილებების მისაღებად და შიდაპოლიტიკური სტაბილურობისთვის.

როცა მე ვსაუბრობ, რომ მისი დაბრუნება პოლიტიკაში შეთანხმებული იყო, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მისი მოქმედების ვექტორიც შიდა პოლიტიკაში შეთანხმებულია. სხვანაირად გამორიცხულია.

როგორც მე ვხედავ, იმ ვალდებულებების ნუსხაც შეთანხმებულია. ჩემი აზრით, პირველი, რასაც იქ გააკეთებს, იქნება ის, რომ „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების გავლენა აღარ გაიზრდება. ეს იმის გამო არ იქნება, რომ ეს სტაბილურობას შეუშლის ხელს და ავნებს. დღევანდელი ოპოზიციის ძალიან დასუსტების ფონზე „ოცნების“ ცალკეული დაჯგუფებების გაძლიერება შიდა პოლიტიკაში პოლიტიკურ ძალა შორის ბალანსს დაარღვევს.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ არ იქნება არანაირი საპარლამენტო კვოტები აღარც კობახიძის, აღარც ღარიბაშვილის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჯგუფები ნელ-ნელა გადაიქცევიან „ოცნების“ შიგნით პატარ-პატარა პარტიებად. ასე გაგრძელდება, რომ არ განმეორდეს ის, რაც გახარიას შემთხვევაში მოხდა. მხედველობაში მაქვს ის, როცა გახარიამ პარტია ჩამოაყალიბა მმართველი პარტიის წიაღში. მმართველ პარტიაში დამატებითი პოლიტიკური ცენტრები აღარ ჩამოყალიბდება.

მეორე - როგორც ვხდები, შეთანხმდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება „ოცნებას“ და ივანიშვილს. როგორც ჩანს, ის თანახმაა, რადგან მას ეს არც სჭირდება. მთავარი ის არის, რომ ფაქტობრივად, მნიშვნელოვნად შეიზღუდება საშინაო პოლიტიკაზე რუსეთის დესტრუქციული როლი, რომელიც ყველაზე საშინელი იყო და ყველაზე დამანგრეველი საქართველოში სტაბილურობისთვის,

როგორც ვხდები, ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა აიღო ჩინეთმა. შესაბამისად, ჩინეთის როლი ჩვენს შიდა პოლიტიკაში უნდა მოვიაზროთ, როგორც რუსეთის შემაკავებელი.

ამიტომ, ივანიშვილის ფუნქცია დღეს შეიძლება მეტ-ნაკლებად დაემსგავსოს 2012 წლის ფუნქციასა და როლს. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ის გადაკეთდეს ნაზარბაევად, ახლა რაზეც ხშირად საუბრობენ.

საუბარია იმაზე, რომ ჩვენ, პრინციპში ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით უნდა მივიღოთ ისეთი რეალობა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ წონასწორობას არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

თუ საჭირო იქნა, შეთანხმებით ივანიშვილი ნებისმიერ დროს დაიბრუნებს პრემიერის თანამდებობას. როგორც ვხვდები, ამ შეთანხმების ნაწილი ისიცაა, რომ მან პირადად უნდა აკონტროლოს გადაწყვეტილების მიმღებები. არ იქნება „ოცნების“ არანაირი დომინაცია. ქვეყნის საგარეო გადაწყვეტილებებზე და შიდა პოლიტიკაში სტაბილურობაზე დასავლეთის წინაშე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი და არა „ქართული ოცნება“.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება დასავლეთმა? დასავლეთს უნდოდა საქართველოში ჰყოლოდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს პასუხისმგებელი როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ისე საშინაო პოლიტიკაში სტაბილურობაზე.

ახლა ჩვენ საქართველოში ივანიშვილზე ძლიერი გავლენის ცენტრი არ გვყავს. 30 წლიან ციკლში ჩვენს წინააღმდეგ ყველაფერი იყო ჩვენს წინააღმდეგ. ყველაფერი ისე ლაგდებოდა, რომ იძენდა ანტიქართულ ხასიათს. ეს პერიოდი მთავრდება და საქართველოსთვის და ახლა იწყება ძალიან კეთილსაიმედო პერიოდი, რომელიც საგარეო ფაქტორებით იქნება განპირობებული.

ყოველგვარი „დიდგორებისა“ და მარაბდების“ გარეშე ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ როგორც ახლა იტყვიან, მშვიდობიანი განვითარების საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდში ჩამოგვიყალიბდეს. ახლა საჭოროა, რომ შიდა სტაბილურობა არ მოვიდეს წინააღმდეგობაში იმ ტრენდებთან, რომელიც საგარეო კონტურებზე ყალიბდება.

ივანიშვილი პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან შეთანხმებით დაბრუნდა რომ იყოს პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე და იმაზე, რომ ქვეყანაში საშინაო პოლიტიკაში არ დაირღვეს სტაბილურობის ტრენდი.

პრობლემა ისაა, რომ ჩვენ პროპაგანდამ მოსახლეობა გადვიზომბა. იმის გამო, რომ საზოგადოება ვერ აყალიბებს თავის განწყობის ვექტორს, ეს საზოგადოებაში ქმნის ცნობიერ ტურბულენტობას.

სპარსეთში შაჰ აბასის პერიოდში ერთი ისტორიკოსი იყო, ისკანდერ მუნში. სპარსელ ჩინოვნიკზე აზრის გამოთქმისას აქვს ნათქვამი - „გურჯივით იყო, ვერ მოატყუებდიო“. სპარსეთში გურჯი იყო ვერ მოტყუების სიმბოლო.

ეს იმიტომ გავიხსენე, ახლა რა დაგვემართა ქართველებს, ყველა ჩვენ რომ გვატყუილებს? ჩვენს საზოგადოებას მოუწევს იმ ისტორიული ქართველების დონეზე დაბრუნება, თუ გვინდა, რომ გრძელვადიანი მშვიდობისა და განვითარების ტრენდი მომავალი საქართველოს აღმავლობის წინაპირობა გახდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა