იუსტიციის მინისტრი - პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება კანონპროექტი და მისი მიღების შემდეგ მოსახლეობას უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას

პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება კანონპროექტი და მისი მიღების შემდეგ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

„ინიციატივაზე მუშაობა არის დასრულებული, პარლამენტს წარედგინება უახლოეს პერიოდში, საგაზაფხულო სესიაზე და მას შემდეგ რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას. რაც შეეხება გამოსახლებას, მას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ აღსრულების პოლიცია, თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს. მხოლოდ მას შემდეგ მოხდება გამოსახლება, რაც ხელშეკრულებით დადასტურდება, რომ ერთ ერთი მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა, მთელი ის პროცესი, რაც ახლა უწევს ადამიანს, რომ თუკი მის ბინაში ქირით ცხოვრობს ვინმე, არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება წლებიც ცხოვრობდეს, ბევრად უფრო შემოკლდება და სულ რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროცესი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში