გია ცაგარეიშვილი - ყველას საარჩევნო ხმა არის დაცული, ეს არის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება - ემიგრანტს თუ უნდა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, უნდა დარეგისტრირდეს საკონსულო სამსახურში და მოიპოვოს საარჩევნო ხმის უფლება

ყველას საარჩევნო ხმა არის დაცული, ეს არის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება - ემიგრანტს თუ უნდა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, უნდა დარეგისტრირდეს საკონსულო სამსახურში და მოიპოვოს საარჩევნო ხმის უფლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ონლაინ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრით ოპოზიცია ცდილობს, ემიგრაცია ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.

„ამ ძალიან პროგრესული ცვლილებებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მიღწევა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება ინსინუაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ვინმემ გაბედოს და ამ ქვეყანაში გაამრუდოს ქართველი ხალხის არჩევანი, გააყალბოს არჩევნები. ჩვენ ამ შეგნებით და ამ რწმენით განვახორციელეთ ეს ცვლილებები და ძალიან პროგრესული სიახლე შემოვიღეთ კანონმდებლობაში. ეს არის გამჭვირვალე, ღია სისტემა, რომელიც სწრაფად, ხარისხიანად დაითვლის ხმებს და რაც მთავარია, ყველანაირი ძიძგილაობა, შტურმები, გაწევ -გამოწევა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რაც ახლავს ხოლმე არჩევნებს, ვფიქრობ, წარსულს მიეცემა.

ვფიქრობ, ყველას საარჩევნო ხმა არის დაცული, ეს არის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება, დაიცვას მათი ხმები, მათ შორის, ემიგრაციის მიერ მიცემული ხმები იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომელიც ცესკოს მიერ არის გახსნილი საზღვარგარეთ. ემიგრანტს თუ უნდა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, რა თქმა უნდა, იგი უნდა დარეგისტრირდეს საკონსულო სამსახურში და მოიპოვოს საარჩევნო ხმის უფლება. ეს არის გამჭვირვალე წესი, რაც მრავალი ათეული წელია მოქმედებს. საუბრები, რომ ონლაინ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა, ოპოზიციონერი კოლეგების მიერ თავსმოხვეული პრინციპია და ვფიქრობ, შეგნებულად, რომ ემიგრაცია განაწყონ ქვეყნის, ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ განცდით, რომ თითქოს არჩევნებში მონაწილეობა ვინმეს ეკრძალება. წარმოუდგენელია მობილური ტელეფონით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ეს არღვევს უმთავრეს პრინციპს, ფარულობის პრინციპს,"- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით