შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში იწვევს

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში იწვევს

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში იწვევს.

„დღეს, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მიზნით შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს უნგრეთში ვიზიტის მოწვევის წერილი გავუგზავნე“, - წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთი და თურქეთი ნატო-ს უკანასკნელი წევრები არიან, რომლებსაც ეროვნულ პარლამენტებში შვედეთის ალიანსის წევრობის წინადადების რატიფიცირება არ მოუხდენიათ.