ირაკლი ქადაგიშვილი - არავის სიამოვნებს ვინმეს დაკავება, დაჭერა, გამოსახლება, ცუდი არავის სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი

საერთოდ არავის სიამოვნებს, არც არავის დაკავება, დაჭერა, გამოსახლება. ცუდი არავის სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესსაც იცავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილი ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ გამოსახლებასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის მიერ ბრიფინგის ჩანიშვნას და განაცხადა, რომ „მის პერიოდში სასამართლო გადაწყვეტილებები არ სჭირდებოდა, ისე ასახლებდა მისი პარტია არამარტო სახლებიდან ხალხს, არამედ პირდაპირ ართმევდა მათ სახლებს“.

„არავის სიამოვნებს, არც არავის დაკავება, დაჭერა, გამოსახლება. ცუდი არავის არ სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესსაც იცავს. კანონი მხოლოდ კანონისთვის ხომ არ სრულდება? ვიღაცა კონკრეტული სხვა ინტერესისთვისაც სრულდება, მითუმეტეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვისაც ეს სასამართლო გადაწყვეტილება ეხება, უკმაყოფილოა, არ აქვს მნიშვნელობა მისი ბრალეულობა იქ არის თუ არ არის, უკმაყოფილოა.

ახლა ხაბეიშვილს იმის გამო, რომ არ შეუძლია რაიმე უკეთესი შესთავაზოს, ამ მიზნით გამოიყენებს ერთი კონკრეტული ოჯახის, ამ გაჭირვებულ მდგომარეობას, თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგრამ მან ერთი რამე უნდა იცოდეს, რომ მის პერიოდში სასამართლო გადაწყვეტილებები არ სჭირდებოდა, ისე ასახლებდა მისი პარტია არამარტო სახლებიდან ხალხს, არამედ პირდაპირ ართმევდა მათ სახლებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს