ვლადიმერ ბოჟაძე - გასაკვირია, რატომ ერქვა ოპოზიციისთვის 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ქველმოქმედება და რატომ ეძახიან დღეს იგივე ქველმოქმედებას პოლიტიკურ მიზნებს

ერთი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება გაგიხარდათ ოპოზიციას და მეორე 26 ოქტომბერს გაგიხარდებათ არჩევნების შედეგები, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა და ფონდი „ქართუს“ საქმიანობის შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ვერ გაუხარდებოდა, რადგან იციან, რომ ეს მათთვის სავალალო შედეგებს მოიტანს.

„კარგად გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა როგორ დამთავრდა თქვენი პარტიისთვის. ასევე გვახსოვს მისი მეორედ დაბრუნება როგორ დამთავრდა თქვენი „კაგებეშნიკი“ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის და ახლა წარმომიდგენია, როგორ დამთავრდება მომავალი არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლის პირობებში. თქვენ ასევე ბევრს საუბრობთ ფონდი „ქართუს“ შესახებ. „ქართუს“ მიერ განხორციელებულ პროექტებზე თქვენი დამოკიდებულება გასაკვირი სრულებითაც არ არის. გასაკვირია, რატომ ერქვა ოპოზიციისთვის 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ქველმოქმედება და რატომ ეძახიან დღეს იგივე ქველმოქმედებას პოლიტიკურ მიზნებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კვლევის თანახმად, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა.

„ასე რომ, როდესაც ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს, ჯობს გაიხსენონ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქრთამის მიცემა და აღება 10 პროცენტი რომ იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი ათჯერ არის შემცირებული. რაც შეეხება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, როცა კონტრაქტების ვადა ამოიწურება და ის შედეგები არ დადგება, რაც არის კონტრაქტით გათვალისწინებული, მერე ისაუბრეთ კორუფციულ გარიგებებზე. მანამდე კი ის პროექტები გაიხსენეთ, რომლებიც კონტრაქტის დაცვით, ვადებში დასრულდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა