შალვა ოგბაიძე საკრებულოს ოპოზიციას - თქვენ ბრძანდებით პოლიტიკურად დაშლილები - მოთოკეთ ნერვები და დაელოდეთ არჩევნებს!

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად დაშლილია და მათთვის ყველაფერი მიუღებელია, რაც კეთდება.

„პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ ყველაფერი რაც კეთდება, მიუღებელია. აი, მაგალითად, მშენებლობა არის მიუღებელი, აღმშენებლობა არის მიუღებელი, გზების გაკეთება მიუღებელია მათთვის, ქველმოქმედებაც მიუღებელია. ამდენი სიკეთე გაკეთდა ფონდ „ქართუს“ მიერ და ამის მიუხედავად, ოპოზიციისთვის ყველაფერი მიუღებელია. გაიძახით ტენდერებს რატომ აცხადებთ, ხელშეკრულებას რატომ უწყვეტთ. სააკაშვილი რომ ყოფილიყო, გააყიდვინებდა ქონებას. ამას ხომ არ ვიზამთ, თქვენ ხომ არ დაგემსგავსებით?! საქმე ის არის, რომ თქვენი პარტია დაიშალა, თქვენ ბრძანდებით პოლიტიკურად დაშლილები. მოთოკეთ ნერვები და დაელოდეთ არჩევნებს!“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ, რომლის კომენტარსაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს