ოთარ გრიგოლია - წარმოუდგენელი რამ ხდება - კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა, „ქართუს“ მიერ ქველმოქმედების მიზნით დახარჯულ მილიარდებს იწუნებს - ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს

წარმოუდგენელი, გაუგონარი და კომიკური რამ ხდება ქართულ პოლიტიკურ ველზე - კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა და ქვეყნიდან გაიქცა, ახლა კი ევროპელი პენსიონერების ძარცვას აგრძელებს, ფონდ „ქართუს“ მიერ ქველმოქმედების მიზნით დახარჯულ მილიარდებს იწუნებს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ გააკეთა.

სიტყვით გამოსვლისას ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, რომ ბოლო დროს ოპოზიცია ფონდ „ქართუს“ საქმიანობაზე საუბრისას ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს.

„მოვისმინე გაუგონარი, წარმოუდგენელი კომენტარები ოპოზიციის მხრიდან, რომ თურმე მათ არ ჰყოფნით ქველმოქმედების მიზნით ფონდ „ქართუს“ მიერ დახარჯული მილიარდები. ამას იმ პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომლის დამფინანსებელი გაქცეულია ქვეყნიდან ქართული ჯარის ძარცვის გამო, ხოლო ახლა არსებობს საქმეები იმის შესახებ, თუ როგორ ძარცვავენ ევროპაში მოხუცებს.

ეს ადამიანები დღეს საუბრობენ, რომ თურმე არ ჰყოფნით ფონდ „ქართუს“ მიერ 25 წლის განმავლობაში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობა, მაგალითად, ქართველი ერის კუთვნილი 800-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისში ჩვენი ურბანული ტყის აღდგენის პროექტზე და მრავალ სიკეთეზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთდა. წარმოუდგენელია ყოველივე ეს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ, რომლის კომენტარსაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს